saqarTvelos myinvarebi - Wauxis myinvari

ტერიტორიული ერთეული ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
ქედი ჭაუხის ქედი
კოორდინატები 42°33`13` ჩ. გ. 44°46`14` ა. გ.
სიგრძე 1.3 კმ
ფართობი 0.5 კმ²
ტიპი კარული

 

კარული ტიპის მყინვარი საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს აღმოსავლეთ კავკასიონზე, ჭაუხის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე ჯუთისწლის (თერგის მარჯვენა შენაკადი) სათავეში. სიგრძე 1,3 კმ, ფართობი 0,5 კმ². იკვებება მწვერვალ ჭაუხის კალთებიდან ჩამონადენი მყინვარული ნაკადებით. მყინვარიდან გამოედინება მდინარე ჭაუხისწყალი.